ტელეკომპანია თრიალეთი იყიდება. კომპანიის 90 პროცენტი გასაყიდად ბადრი და ჯონდო ნანეტაშვილებმა და ნინო გაგნიძემ დღეს გამოიტანეს.
რუსთავი 2 დეტალების გასარკვევად ერთ-ერთ მეწილეს ბადრი ნანეტაშვილს დაუკავშირდა. ნანეტაშვილმა სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ კომპანიის 90 პროცენტი დღეიდან იყიდება და ელოდებიან დაინტერესებული პირების მხრიდან შეთავაზებებს.
კითხვაზე, რატომ იყიდება ტელეკომპანია თრიალეთი ბადრი ნანეტაშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბრისგან ჯერ თავს იკავებს.
ბადრი ნანიტაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ ტელევიზიის გაყიდვა ზეწოლას უკავშირდებოდეს. "დროებით ამ თემაზეც თავს შევიკავებ საუბრისგან", - აღნიშნა ნანეტაშვილმა.
სატელეფონო საუბრის დროს ნანეტაშვილმა ისიც განაცხადა, რომ კომპანიის 10 პროცენტიანი წილის მფლობელი შპს აქცეპტის წარმომადგენლებისთვის ცნობილი არ იყო, რომ კომპანიის ძრითადი წილი იყიდება.
ნანეტაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ტელეკომპანია თრიალეთი მაუწყებლობას განაგრძობს.