16 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს - კახა კალაძე

მიღებული კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, გამჭვირვალობას - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვის შეფასებისას განაცხადა.

ხოლო, მათ ვინც აღნიშნულ კანონს ეწინააღმდეგება, კახა კალაძემ "ბინძური პიარ კამპანიის" მონაწილეები უწოდა:

"მიღებული კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს. ეს არის უბრალოდ იმ ბინძური პიარ კამპანიის გაგრძელება, რომელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიმდინარეობდა," - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა გრძელდება. სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს. ისინი კანონის გაუქმებას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სადავოდ გამხდარი ნორმების შეჩერებას მოითხოვენ.

დღის ამბები