აქცია გაიმართა საზოგადოებრვ მაუწყებელთან. ანდრო ბარნოვი მოქალაქეებს საპროტესტო გამოსვლების და ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლისკენ მოუწოდებს. აქციის ორგანიზატორი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა საფრთხის ქვეშ დგას.
„სანამ სიცივით და შიმშილით სანამ სული ამოგვხდება საჭიროა, რომ გამოვიდეთ, დავდგეთ, ვიყოთ ბევრნი და მშვიდობიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება, რომელიც არალეგიტიმურია, ჩვენ ისინი არ აგვირჩევია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა.