16 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
თუ ეს არ არის წინასაარჩევნო ტრიუკი, უპირველეს ყოვლისა ივანიშვილმა ამცნოს საზოგადოებას, ზუსტად რას ნიშნავს ის შეთანხმება - გრიგოლ გეგელია ეკლესიასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე

"ქართული ოცნების" ინიციატივა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, განხილვის თემაა. ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს, სახელისუფლებო გუნდის თქმით, სამოქციქულო ეკლესიის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ოპონენტებს, სადაც ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა, მმართველი პარტიის საარჩევნო ტაქტიკის ნაწილია.

"ეს არის წინასაარჩევნო ტრიუკი და სხვა არაფერი. ჩვენ, ძლიერი საქართველო ვეუბნებით ივანიშვილს, რომ თუ ეს არ არის წინასაარჩევნო ტრიუკი, უპირველეს ყოვლისა ივანიშვილმა ამცნოს საზოგადოებას თუ ზუსტად რას ნიშნავს ის შეთანხმება, რომელზეც "ქართული ოცნების" ხელისუფლება საუბრობს და მეორე - ჩვენ ყველამ ერთად განვიხილოთ ახლავე, არჩევნებამდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილება, ვუყაროთ მას კენჭი, ჩავატაროთ საჯარო დისკუსია და ყველამ ერთად დავუჭიროთ მხარი ამ ცვლილებას", - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საგარეო მდივანი და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია.

"გახარიას" პარტიაში ამბობენ, რომ მღვდელმსახურებმა და ეკლესიის წიაღში მყოფმა ადამიანებმა, კარგად იციან რომელი შეთავაზების უკან რა დგას.

"ყველაზე უკეთესად თვითონ ეკლესიის წიაღში მყოფმა ადამიანებმა, მღვდელმსახურებმა, მრევლმა გადასარევად იციან რეალურად რომელი შეთავაზების უკან რა დგას და ზუსტად იციან რა არის მისაღები და არა.

ჩანაწერების დონეზე, რასაც "ოცნება" შემოგვთავაზებს, ამაზე გვჭირდება პირველ რიგში საპატრიარქოს და ეკლესიის წარმომადგენლების პოზიცია, ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, თუ ეკლესია გაძლიერდება, ამას როგორ შეიძლება ვინმე შეეწინააღმდეგოს", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.

დღის ამბები