"საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ჩვენ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, აუცილებლად შევიტანთ კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომელიც იქნება უფრო მყარი საფუძველი იმისა, რომ ვეღარავინ გაბედოს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
"ქართული ოცნების" ინიციატივა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, განხილვის თემაა. ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს, სახელისუფლებო გუნდის თქმით, სამოქციქულო ეკლესიის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.
"საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ჩვენ შემდგომი მოწვევის პარლამენტში, აუცილებლად შევიტანთ კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომელიც იქნება უფრო მყარი საფუძველი იმისა, რომ ვეღარავინ გაბედოს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა.
ისტორიულად ზუსტად ასე იყო, რომ ებრძოდნენ საქართველოს ეკლესიას, და დღესაც ხომ ესეა, დღესაც ებრძვიან. რატომ ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას? სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს თვითმყოფადობის საყრდენი ძირითადად არის მართლმადიდებლური ეკლესია. ამიტომ ჩამოდიან და ამიტომ ლანძღავენ ეკლესიას, და აქედან გამომდინარეობს ზუსტად, რომ ისტორიულად ასე იყო, იყო ძლიერი ეკლესია - იყო ძლიერი საქართველოს სახელმწიფო; იყო სუსტი ეკლესია - იყო სუსტი საქართველოს სახელმწიფო", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.