16 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ნახეთ ბულინგი, ამ ფაშისტების შეტევა, რა ცეცხლში გაატარეს ორგანიზაციების წარმომადგენლები და აიძულეს, რომ რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ - ირაკლი ზარქუა "სირცხვილიას" შესახებ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ბულინგის შედეგად, მოძრაობა "სირცხვილიას" აიძულეს რეესტრში რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

"მართლა სირცხვილია ეს ორგანიზაცია. მედროშე იყო. ხომ ნახეთ როგორ აჯანჯღარებდნენ ამ ქვეყანას.

როდესაც დრომ მოუწია, გამოაცხადეს, ჩვენ დავრეგისტრირდებითო, თან ვიდეო მიმართვები ჩაწერეს. ეს ჩვენს საქმიანობაში ხელს არ შეგვიშლისო - რასაც ჩვენ ვამბობდით. აი, მერე ნახეთ ის ორი დღე ბულინგი, ამ ე.წ ლიბერალების, ფაშისტების შეტევა, რა ცეცხლში გაატარეს ორგანიზაციების წარმომადგენლები და აიძულეს, რომ რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ.

ამის შემდეგ, საზოგადოებას კითხვები არ დარჩა რასთან და ვისთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, მოძრაობა "სირცხვილიამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია გადაწყვიტა. მოგვიანებით, სამოქალაქო საზოგადოებამ, გადაწყვეტილება შეცვალა და რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.

 

დღის ამბები