20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
„რუსთავი 2-ის წინააღმდეგ აშკარა კოორდინირებული მოქმედება ზიანს აყენებს მედიაპლურალიზმს"-გოკა გაბაშვილი

ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოკა გაბშვილმა განსახილველად წარადგინა განცხადების ტექსტი, რომელიც ბოლო პერიოდში რუსთავი 2-ისა და მედიის მიმართ ხელისუფლების ქმედებებს ეხება.

„რუსთავი 2-ის წინააღმდეგ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების აშკარა კოორდინირებული მოქმედება ზიანს აყენებს მედიაპლურალიზმს, აზრის გამოხატვის თავისუფლებას და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. განვითარებული მოვნელები საფრთხის წინაშე აყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას. ვინაიდან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური და მედიაპლურალიზმის დაცვისკენ და დემოკრატიული და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისკენ, საქართველოს პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ რუსთავი 2-ზე და სხვა მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ზეწოლის გამო და მოითხოვს შეწყდეს ხელისუფლების ზეწოლა ტელეკომპანია რუისთავი 2-ის და სხვა მედიასაშუალებების მიმართ,“-აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები