სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდება წინასაარჩევნო პროცესებზე - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ გააკეთა.
როგორც მან პარლამენტის სხდომაზე თქვა, წინა საარჩევნო პროცესებში უცხო ჩარევის რამდენიმე კონკრეტულ ფაქტი გამოვლინდა.
"უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უცხო ჩარევის რამდენიმე კონკრეტულ ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის, აღსანიშნავია NDI-ის მიერ რეგიონებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრების დაფინანსება და დაორგანიზება. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი ნათელი მაგალითია რეგიონებში განხორციელებული ე.წ. დემოკრატიული ფესტივალის ღონისძიებები. ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვრის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდება წინასაარჩევნო პროცესებზე", - აცხადებს გივი მიქანაძე.