16 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
"რთულად წარმომიდგენია, მაგალითად, ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ და ამით სცადონ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა" - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "რადიკალური ოპოზიციის ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან". მისი თქმით, რთულად წარმოუდგენია, ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთმანეთი სცემონ და ამის ხელისუფლებისთვის დაბრალებით "ტემპერატურის აწევა" სცადონ.

"ზოგადად, ოპოზიციას რომ მღელვარება და "ტემპერატურის აწევა" უნდოდეს წინასაარჩევნოდ, ამაში დაუშვებელი არაფერია და გამორიცხულიც არაფერი არ არის, მაგრამ ის, რომ ისინი დააორგანიზებენ ერთმანეთის ცემა-ტყეპას ისე, რომ ხელისუფლება ვერ გახსნის ამ დანაშაულს, "ტემპერატურა აიწევა" და ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება, მაგის არ მჯერა, რა თქმა უნდა. რთულად წარმომიდგენია, მაგალითად, ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ, ან ერთმანეთის ცემა შეუკვეთონ და ამით სცადონ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა. უფრო მგონია, რომ შეიძლება, ხელისუფლება აპირებდეს ამას და შემდეგ დანარჩენებისთვის დაბრალებას," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები