ქუთაისში რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქციის დროს დაკავებული კახა გაბუნიას მეუღლე მიიჩნევს, რომ მისი ქმარი უკანონო პატიმრია.
ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრი 3 ოქტომბერს საღამოს სახლში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. იმავე დღეს მას ბრალდება დეპუატისტთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მუხლით წარუდგინეს. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმე ეხება პარლამენტის შენობასთან მომხდარ დაპირიპირებას რა დროსაც უმრავლესობის წევრს დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანდა.
ანალოგიური ბრალდებით ქუთაისში თავისუფალი ზონის კიდევ ორი წევრი მირიან დეისაძე და ნიკა ნარსია, დააკავეს. მირიან დეისაძის და დარწმუნებულია, რომ ახლაგაზრდების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. დეისაძე 2008 წლის ომის მონაწილეა და იბრძოდა ერაყშიც.
დაკავებულებს დღეს სოლიდარობა პარლამენტთან გამართულ აქციაზე გამოუცხადეს. თავისუფალმა ზონამ მედიაზე ზეწოლა და მათი წევრების დაკავება გააპროტესტეს. შეკრებილები არც პერმანენტული აქციების გააგრძელებას გამორიცხავენ.
აქციის მონაწილეებს დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ შეხვედრიან. დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში უკანა კარიდან შევიდნენ.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი