20 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
"შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მედიის თავისუფლების უხეში დარღვევა," - როლანდ ფრაუდენშტეინი "რუსთავი 2-ზე" საუბრობს

„გავეცანი ინფორმაციას რუსთავი 2-ის საქმის შესახებ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მედიის თავისუფლების უხეში დარღვევა და აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინაამდეგ, რაც ძალიან საწყენია,“ - ეს განცხადება მარტენსის ცენტრის ექსპერტმა როლანდ ფრაუდენშტეინმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით გააკეთა.

ცენტრის დირექტორის მოადგილემ როლანდ ფრაუდენშტეინმა მკაცრი განცხადებები გააკეთა და რუსთავი 2-ის წინააღდეგ კამპანიას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

მისი თქმით, ეს არის არსებული მთავრობის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების დასასუსტებლად, რაც უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს სვლაზე უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეს ევროკავშირთან.

„აქ ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალს ამგვარ საქმეებს. აშკარაა, რომ სიტუაცია საქართველოში რთულია, რადანაც მთავრობას შეუძლია თქვას, თუ თქვენ არ გსურთ ახლო ურთიერთობა ჩვენთან, შეგვიძლია დავუბრუნდეთ დედა რუსეთს, ჩვენ ამგვარი განცხადებები და რიტორიკა ღიადაც და შეფარულადაც უკვე გვსმენია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ზოგიერთი ხელისუფლებისაგან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ რომ, ასეთ სიტუაციაში, არის კიდევ ერთი მხარე-აქტორი, დამოუკიდებელი ხელისუფლებისაგან, რომელსაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ამ საზოგადოებას და სწორედ სამოქალაქო საზოგადოება არ იქნება ტოლერანტული დიქტატურის დაბრუნების,“ - განაცხადა როლანდ ფრაუდენშტეინმა.

ერთ-ერთი ცნობილი და კომპეტენტური ანალიტიკური ორგანიზაცია მარტენს ცენტრი მუშაობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თემატიკაზე და ზოგადად ყველაზე აქტუალურ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე.

 

 

 

 

დღის ამბები