20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
რუსთავი 2-ზე მომზადებული განცხადების პროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება

რუსთავი 2-სა და მედია საშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე დღეს გაგრძელდება.

დოკუმენტს, რომელიც შესაძლოა, რეზოლუციის სახითაც მომზადდეს, დღესვე კენჭს უყრიან.

როგორც განცხადების პროექტში წერია, მედიის გარშემო არსებული ვითარება ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ზეწოლის მეშვეობით ცდილობს ქართულ მედიასივრცეში პოლიტიკური დისკუსიის შეზღუდვას, საფრთხის წინაშე აყენებს მედიაპლურალიზმს და აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

ამ მიმართულებით მიმდინარე მოვლენები კი თავის მხრივ ეჭვქვეშ აყენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებასა და მის ლეგიტიმურობას.

განცხადების ტექსტს კატეგორიულად არ ეთანხმება მმართველი გუნდი. საკითხის განხილვა პარლამენტში, თითქმის, ორი საათის განმავლობაში მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები