თბილისობის სახალხო დღესასწაულთან და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა გააკეთა. დავით ნარმანიას თქმით, „თბილისობა 2015“ განსხვავებული პროგრამით გაიმართება.
„წლევანდელი თბილისობა მნიშვნელოვანია იმით, რომ წინა ღონისძიებებისგან განსხვავებული პროგრამა და ფორმატია. გამწვანების ღონისძიებისა და ეკოლოგიის ჩარჩოს ფარგლებში გაიმართება, ასეთი კონკრეტული მიმართულება "თბილისობას" არ ქონია,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, დაგეგმილია ყვავილების ფესტივალი, ასევე კოსტუმირებული მსვლელობა. დამონტაჟდება სამი სცენა, რომელთაგან ერთი გორგასლის მოედანზე, ორი კი რიყეზე იქნება, სადაც კონცერტები ჩატარდება.