17 სექტემბერი 2024,   12:17
ვრცლად
გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი როგორც ჯარს ძარცვავდა ახლა ძარცვავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს - არჩილ გორდულაძე

პროკურატურის მიერ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს, სადაც დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. აღნიშნულ საქმეზე, ოპოზიციის ნაწილისთვის არაერთი კითხვა კვლავ პასუხაუცემელი რჩება და დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ.

"შეუძლებელი იქნებოდა, რომ ქოლცენტრების მასშტაბური მუშაობა არ ყოფილიყო შეთანხმებული ჩვენს სპეცსამსახურებთან და ახლა რა დაემართათ, რატომ იჩხუბეს, ვირტუალური ჩხუბია ერთმანეთში თუ რეალური დაპირისპირება, კონკურენტის ჩახსნა, რომ სხვა ქოლცენტრებს უფრო ნაკლები კონკურენტი ჰყავდეს - ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია", - განაცხადა "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ძებნილი ყოფილი მინისტრის ქმედება საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ემსახურება.

"გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი, როგორც ჯარს ძარცვავდა, ახლა ძარცვავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს, ხოლო ამ ნაძარცვ თანხებს შემდეგ იყენებს იმისათვის, რომ ოპოზიციური ტელევიზიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და ზოგადად "ნაცკლასტერი" დააფინანსოს და ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს. უცხო ფულს და განსაკუთრებით კი ნაძარცვ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არა აქვს", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები