არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილ ეკა გიგაურის გამოსვლას ეხმაურებიან.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი თამთა მიქელაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეკა გიგაური მხარეა.
"ბუნებრივია, მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეკა გიგაური მხარეა. სენატში ეკა გიგაურის გამოსვლა აჩვენებს იმას, რომ სწორედ სენატს აქვს ინტერესი იმ ზღვა კვლევებისა და მონიტორინგის შედეგების მიმართ, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აწარმოებს. სწორედ ამ ორგანიზაციის კვლევები აინტერესებს სენატს და არა ის პროპაგანდა ან ნეგატივი, სრულიად არადიპლომატიური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს," - აცხადებს თამთა მიქელაძე.