16 ნოემბერი 2024,   20:55
ვრცლად
სამარცხვინოა ფაქტი, რომ გიგაური ისაუბრებს საქართველოს მომავალსა და დემოკრატიაზე - კახა კალაძე სენატში დაგეგმილ მოსმენაზე

"სამარცხვინოა ფაქტი, რომ, მაგალითად, გიგაური ისაუბრებს საქართველოს მომავალსა და დემოკრატიაზე", - თბილისის მერი, კახა კალაძე აშშ-ის კონგრესში, საგარეო საქმეთა კომიტეტში დაგეგმილ იმ მოსმენას ეხმაურება, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაურია. 

"სამარცხვინოა ფაქტი, რომ, მაგალითად, გიგაური ისაუბრებს საქართველოს მომავალსა და დემოკრატიაზე. გიგაური, როგორც ასეთი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, მაგრამ, რეალურად, ჩვეულებრივი პოლიტიკოსია. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და იმ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად მოგვევლინებიან, არანაირი ზღვარი არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები