კოალიცია "ძლიერი საქართველო" საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებაზე საუბრობს და მომხდარს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს. აღნიშნულ საკითხზე დღეს ბრიფინგი საბა ბუაძემ გამართა. მათ განცხადებას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა:
"ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იყო, არ ვიცი ეს "ლელოს" აქტივისტი იყო თუ არა, მაგრამ თავად ამბობენ, ჩვენი აქტივისტი არისო. ნუ დაიჭერენ საქმეს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც იარაღით დადიან, სხვა რა უნდა ვუთხრა. იარაღს და პოლიტიკას წესით ერთმანეთთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ "ლელო" თუ ამას ერთმანეთთან აკავშირებს, ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.