ჩვენს ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ იქნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, თუ ვინმეს უნდა საქართველოში გაიმეოროს სცენარი, რომელიც იყო 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც განწირულია წარუმატებლობისთვის:
"ჩვენს ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ იქნება. სახელმწიფო თავის ადგილზე, მოწოდების სიმაღლეზე დგას, მათ შორის სამართალდამცავი უწყებები. შესაბამისად, ვერავინ ვერავითარ კრიზისს ვერ შექმნის. თუ ვინმეს უნდა საქართველოში გაიმეოროს ის სცენარი, რომელიც უკვე გამოვიარეთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ეს მცდელობაც განწირულია წარუმატებლობისთვის - ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. თუ ვინმეს ეს აზრები აქვს, ყველას ვურჩევ, ეს აზრები გვერდზე გადადოს,"- აცხადებ ირაკლი კობახიძე.