იყო გარკვეული სირთულეები სკოლების რეაბილიტაციის ტემპების კუთხით, თუმცა მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სახლებთან ახლოს თავიანთ სკოლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამ სფეროში გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტემპები მაქსიმალურად დაჩქარდეს.
"ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და აქ არის სერიოზული ცვლილებები საჭირო. საჭიროა პროცესის ინტენსიურად გაგრძელება. იყო გარკვეული სირთულეები ტემპების კუთხით, შესაბამისად, გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა ამ სფეროში. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტემპები მაქსიმალურად დავაჩქაროთ არის არაერთი პრობლემური შემთხვევა, როდესაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია მოსწავლეებს უწევთ სხვა სკოლებში სიარული. ტემპები არის საკმაოდ დასაჩქარებელი. გორში, თბილისში, დასავლეთ საქართველოში არის სხვადასხვა შემთხვევები. მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სახლებთან ახლოს თავიანთ სკოლებში“, - განაცხადა პრემიერმა.