20 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
„სირცხვილია“, - თამარ კორძაია ჩერგოლეიშვილის დაკავებაზე

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებას უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია სოციალურ ქსელ facebook-ზე გამოეხმაურა. მან გაზპრომის წინააღმდეგ საპროტესტო პლაკატების გაკვრის გამო პირების დაკავებას სირცხვილი უწოდა.

„რას ნიშნავს ეს? რად უნდა ამას დაკავება? თუ ამახინჯებს, გაუგზავნე ჯარიმა და ეგაა? სირცხვილია მართლა რაა! ირაკლი კაკაბაძეს რომ აკავებდა წინა ხელისუფლება მსგავსი ქმედებების გამო ხომ არ მოგვწონდა?!“ - აღნიშნა თამარ კორძაიამ

ამავე თემაზე
დღის ამბები