20 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებულები გაათავისუფლეს

თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 2 პირი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" დაკავებულების ადვოკატმა ოთარ კახიძემ მიაწოდა. 

ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ორმაგი სტანდარტებია დამკივიდრებული და თავისუფალი აზრი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია. მისი თქმით სწორედ ეს ფაქტი გახდა ჩერგოლეიშვილისა და მასთან ერთად კიდევ 2 პირის დაკავების მიზეზი.  

შეგახსენებთ, რომ გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დააკავეს.

გამოძიება მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 150-ე მუხლით ედავება, რაც ქალაქის იერსახის დაზიანებას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული.  

 

დღის ამბები