20 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
„ეს არის უპრეცენდენტო ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში," - ლევან ვასაძე ჯაჭვლიანის ინიციატივაზე საუბრობს

ლევან ვასაძე სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივას იწონებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად ანტიდისკრიმინაციულ კანონში გარკვეული ჩასწორებები უნდა შევიდეს.

ამავე კანონპროექტში არის ინიცირებული უცხოური ტერმინების ამოღება, როგორიც არის გენდერული იდენტობა.

ვასაძემ ჯაჭვლიანის ინიციატივას "ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცენდენტო ვაჟკაცობა" უწოდა.

„ეს არის უპრეცენდენტო ვაჟკაცური ნაბიჯი ქართული პარლამენტარიზმს ისტორიაში. ჩემი აზრით, სულ მარტო სოსო ჯაჭვლიანმა, რომ დააჭიროს ღილაკს ხელი, ეს იქნება ქართული პარლამენტის მორალური გამარჯვება,“ - განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები