20 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
"აბრეშუმის გზა" - საქართველო ინვესტორებს უმოკლეს სატრანზიტო დერეფანს სთავაზობს

პოტენციურ ინვესტორებს მხარდაჭერაზე საქართველოს პრემიერმინისტრი აბრეშუმის ფორუმის ბოლო შეხვედრაზე ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

საქართველო ინვესტორებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უმოკლეს სატრანზიტო დერეფანს სთავაზობს.

პროექტის მიხედვით, აბრეშუმის გზის განახლების შემთხვევაში, საქართველო მოკლე ვადების გამო ევროპასა და აზიას შორის ცენტრალური სატრანზიტო ქვეყანა გახდება.

აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში დღეს ხელი პირველ მსხვილ პროექტსაც მოეწერა.

ჩინური კორპორაცია ენერგეტიკულ კორპორაციასთან ერთად ტყიბულში 200 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებს და 150 მეგავატიან თბოელექტროსადუგრს ააშენებს.

აბრეშუმის გზის გაცოცხლებაში საქართველოს დანიშნულებას ხაზი CNN-ის კორესპონდენტმაც გაუსვა.

ავტორები: ანა წერეთელი, სოფო ვარდიაშვილი, ლევან კალანდია, თაზო თხილიშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები