20 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
საქალაქო სასამართლომ შესაძლოა გადაწყვეტილებების გაცემაზე უარი თქვას

საქალაქო სასამართლომ შესაძლოა გადაწყვეტილებების გაცემაზე უარი თქვას-ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს დღეს სასამართლოს თავმჯდომარემ მიაწოდა.

არასამთავრობოების თქმით გადაწყვეტილების მიზეზად  მამუკა ახვლედიანმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მითითება დაასახელა. მონიტორში ფოქრობენ, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივი აქვს.

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში არ ესმით, რატომ არ უნდა გაიცეს ინფორმაცია საქმეზე, რომლის განხილვაც ღიაა და გადაწყვეტილებაც საჯაროდ ცხადდება.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სასამართლოს ინფორმაციის შეზღუდვის უფლება კანონით არ აქვს.

არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვა მას შემდეგ მოსთხოვეს, რაც საჯარო სამსახურში ნასამართლევი პირების მუშაობის ფაქტები გამოაშკარავდა.

ავტორები: თეონა ცხომელიძე, ამირან ვარდოსანიძე. 

 

დღის ამბები