არსებობს ძალა, რომელსაც არა და არ სურს, რომ ქართველთა, ოსთა, აფხაზთა გულები კვლავ გაერთიანდეს - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აცხადებს.
პარლამენტარი ბიძინა ივანიშვილის გზავნილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი გზავნილის ყველა მოწინააღმდეგე საქართველოს მტერია.
"მხოლოდ შერიგებას შეიძლება მოჰყვეს გაერთიანება საქართველოსი. თუ ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი ოსი ძმები და დები ჩვენს თანამოქალაქეებად, ურთიერთსინანულში არაფერი სახამუშო არ არის და პირიქით, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა და ხაზი გაუსვა იმ ჩვენს რელიგიურ ფილოსოფიას, რომელიც არის შეწყნარებასა და სინანულზე დამყარებული, პირველ რიგში. როდესაც მან აღნიშნა იმის შესახებ, რომ ჩვენ უნდა შევუნდოთ ადამიანებს, ეს სწორედ ნიშნავს, რომ მათგანაც ველით ჩვენ ბოდიშს და იმაში, რომ საკუთარ თანამოქალაქეებს, მათ, რომელთაც ეძახით დებსა და ძმებს, მოუხადო ბოდიში, არის მხოლოდ და მხოლოდ სიძლიერე და ასეთი სიძლიერით და ღირსებით არის მხოლოდ შესაძლებელი ადამიანების გულების გაერთიანება და შემდეგ უკვე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ამ გზავნილის ყველა მოწინააღმდეგე არის საქართველოს მტერი, სწორედ ეს ხალხი არიან ომის პარტია, სწორედ ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ ჩვენ ამდენი თვეა და წლებია, რომ არსებობს ძალა, რომელსაც არა და არ სურს, რომ ქართველთა, ოსთა, აფხაზთა გულები კვლავ გაერთიანდეს,“ - აცხადებს ბექა ოდიშარია.