16 ნოემბერი 2024,   20:18
ვრცლად
მარცხისთვის განწირული "ქართული ოცნების" მხარდაჭერა არ ღირს - თქვენი და ყველა ჩვენგანის საზრუნავია არა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება, არამედ - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება - გიორგი ვაშაძე

ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა - ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ისტორიული ტრაგედიები და ტყუილებს პოლიტიკურ ტექნოლოგიად იყენებ.

"ადამიანების დაშინებას, ჩვენს ისტორიულ ტრაგედიებს, ისტორიულ ტყუილებს ჩვენ წინააღმდეგ როცა იყენებ პოლიტიკურ ტექნოლოგიად, როცა შენი ერის მდგომარეობა შენთვის სრულიად უმნიშვნელოა და მთავარი არის არჩევნებში გამარჯვება, არ შეიძლება, ქვეყნის პირველი პირი იყო,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე და პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას" წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება არ არის საზოგადოების საზრუნავი, საზოგადოების საზრუნავი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, მათ მხარდამჭერებს მოვუწოდებ, გაახილეთ თვალი, აღარ ღირს ამ 20%-იანი "ქართული ოცნების", მარცხისთვის განწირული "ქართული ოცნების" მხარდაჭერა და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება არ არის თქვენი საზრუნავი. თქვენი, და ჩვენი ყველასი ერთად, საზრუნავი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები