20 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
NDI დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს.

კვლევის პრეზენტაცია სასტუმროში რუმს ჰოტელ თბილისში გაიმართება, სადაც მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული. 

ორგანიზაციამ კვლევის პირველი ნაწილის პრეზენტაცია უკვე გამართა. 

კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და  CRRC-საქართველო ატარებს.

დღის ამბები