თბილისობასთან დაკავშირებით, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
17 და 18 სექტემბერს კი თბილისის მეტრო და საბაგირო გზა ღამის პირველ საათამდე იმუშავებს. ავტობუსების მოძრაობის განრიგი კი შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 17 და 18 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა ხეთაგუროვის და გორგასლის ქუჩებზე, ასევე დაიკეტება ევროპის მოედანი.
"მარშრუტები, რომლებიც გაივლიან ორთაჭალაში, იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროს, მშრალი ხიდის, ვირსალაძის ქუჩის და ისევ მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო №59 და №122 მარშრუტები ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად მარცხენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ," - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისობა 2015 წელს 17 და 18 ოქტომბერს იმართება.