20 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა - 13%, ქართული ოცნება -11% - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს ხმების გადანაწილების სავარაუდო შედეგები

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია ქართულ ოცნებას მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი  - 13%.

შეკითხვაზე, "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას", პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 13%, კოალიცია ქართული ოცნება – 11%, თავისუფალი დემოკრატები - 4%; პატრიოტთა ალიანსი -4%; ლეიბორისტული პარტია - 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე – "სხვა".

კატეგორია "არ ვიცი" აირჩია 35%-მა, "არც ერთი პარტია" – 14%, "უარი პასუხზე" – 13%.  

კვლევისას იგივე კითხვა დაისვა იმ რესპონდეტებს შორისაც, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი აქვს. შედეგები კი ასეთია: ნაციონალური მოძრაობა - 15%; ქართული ოცნება - 14%; თავისუფალი დემოკრატები - 5%.   

 

ამავე თემაზე
დღის ამბები