02 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია სამი ახალგაზრდა

გუშინ თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა. გვიან ღამით გურიელის ქუჩაზე სპეცნაზის წევრებმა 3 ახალგაზრდა დააკავეს. სამართალდამცავებმა ლევან გლოველი, კარლო წულუკიძე და ლაშა სიხარულიძე აიყვანეს.

დაკავებულების ახლობლების ინფორმაციით, დაკავების მიზანი დღეისთვის დაგეგმილი აქციის ჩაშლა იყო.

მათი განმარტებით, დაკავებული დღეს ძმები ფეიქრიშვილების დაკავებაში მონაწილე პოლიციელის, ივანე პაპიაშვილის, სახლთან აქციის გამართვას გეგმავდნენ.

გვიან ღამით 2 დაკავებული გაათავისუფლეს, ხოლო ლევან გლოველი კვლავ საპატიმროში რჩება.

დღის ამბები