16 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
კმაყოფილი არ ვარ, უბრალოდ სულ არაფერს ეს ამნისტია ჯობია - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ კანონით კმაყოფილი არ არის, თუმცა მისი თქმით, სულ არაფერს ეს კანონი სჯობს.

იაგო ხვიჩიას იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ამ კანონპროექტს ხელს მოაწერს და პატიმრებს მოწყალების გარეშე არ დატოვებს.

"კმაყოფილი არ ვარ, უბრალოდ სულ არაფერს ეს ამნისტია ჯობია. იმედია, რომ პრეზიდენტს ღმერთი არ გაუწყრება და ხელს მოაწერს იმიტომ, რომ პრეზიდენტის ხელის არ მოწერის შემთხვევაში, ეს კანონი ძალაში ვერ შევა იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტოს საქმიანობა დასრულებულია. იმედი მაქვს, რომ მოწყალების გარეშე არ დატოვებს პატიმრებს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

დღის ამბები