19 სექტემბერი 2024,   23:57
ვრცლად
"ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს... ჩვენი მხრიდან პოზიციები თითქმის შეჯერებულია" - მამუკა ხაზარაძე

როდის გაიმართება ორბელიანების სასახლეში ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - ზუსტი საათი, ამ ეტაპზე, არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრა დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მხრიდან პოზიციები თითქმის შეჯერებულია და ახლა პრეზიდენტთან შეხვედრის დროის დაზუსტებას სალომე ზურაბიშვილისგან ელოდება.

"ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. [პოზიციები] ჩვენი მხრიდან თითქმის შეჯერებულია," - განაცხადა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.

"ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გუშინ, გვიან ღამით, ისევ კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

დღის ამბები