19 სექტემბერი 2024,   23:57
ვრცლად
სხვადასხვა პოზიცია აქვთ "ცხრიანის" ქვეშ გაერთიანებულ ადამიანებს - ჯერჯერობით, "ლელო" და მისი სხვა პარტნიორები ერთმანეთში ვერ ლაგდებიან, დაველოდოთ - ანა ბუჩუკური ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე

დღეს, ორბელიანების სასახლეში, ხაზარაძე-გახარიას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა შედგეს. ჯერჯერობით, კამერების წინაშე არ გამოჩენილა გიორგი გახარია. მისი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ისინი ხაზარაძის პასუხს ელოდებიან, თუმცა, სავარაუდოდ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს სუბიექტები" ერთმანეთში ვერ თანხმდებიან.

"როგორც ჩანს, ვერ თანხმდებიან ერთმანეთში. მათ კონსულტაციებს ველოდებით. სხვადასხვა პოზიცია აქვთ ამ "ცხრიანის" ქვეშ გაერთიანებულ ადამიანებს. ჯერჯერობით, ერთმანეთში ვერ ლაგდებიან, ვგულისხმობ "ლელოს" და მის სხვა პარტნიორებს. დაველოდოთ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი მხრიდან პოზიციები თითქმის შეჯერებულია და ახლა პრეზიდენტთან შეხვედრის დროის დაზუსტებას სალომე ზურაბიშვილისგან ელოდება.

"ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გუშინ, გვიან ღამით, ისევ კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

დღის ამბები