თბილისობის ფარგლებში დედაქალაქს რამდენიმე ახალი სკვერი შეემატება.
პირველი ობიექტი დავით ნარმანიამ უკვე გახსნა და თბილისელებს დღევანდელი დღესასწაულიც მიულოცა.
„წლევანდელი თბილისობა გასული წლის თბილისობისგან გამორჩეულია იმით, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობით მოხდა პროგრამის მომზადება. ასევე გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი თბილისობა საკმაოდ დატვირთულია ღონისძიებებით,“ - აცხადებს დავით ნარმანია.
თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებით კმაყოფილია ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილიც.
ღონისძიებებს დაესწრნენ მინისტრთა კაბინეტის წევრებიც.