ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ხმაურია, სადაც თავისუფალი თაობის ხელმძღვანელი, ლადო სადღობელაშვილი, თავისი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და დღეს სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პოლიტიკა გააპროტესტა.
აქციის წევრებმა ოფისთან ბოთლები მიიტანეს. თავისუფალი თაობის წევრებსა და მედიის წარმომადგელებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ტაბულას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მეგაფონი თავში ჩაარტყეს.
ხმაურიანი აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ლადო სადღობელაშვილი და თავისუფალი თაობის კიდევ ერთი წევრი სამართალდამცავებმა დააკავეს.