20 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
ქუთაისმა სიდიდით მეორე ქალაქის სტატუსი დაკარგა

ქუთაისმა სიდიდით მეორე ქალაქის სტატუსი დაკარგა, - ამის შესახებ განცხადება დღეს დემოკრატიისა და სამოქალაქო ინიციატივის ცენტრში გაკეთდა.

გიგა შუშანიას განმარტებით, 2013 წელთან შედარებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 48 ათასით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის შემდეგ სიდიდით საქართველოში მეორე ქალაქი უკვე ბათუმია.

ორგანიზაციის პროგნოზით, ცოტა ხანში ქუთაისს რუსთავიც გაუსწრებს.

გიგა შუშანიას განცხადებით, სტატისტიკა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.

დღის ამბები