ესპანელმა სამართალდაცველებმა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ეჭვმიტანილი 81 პირი დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად 28 პროვინციაში ჩატარდა.
ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ფოტო და ვიდეომასალა ამოიღეს, სადაც მცირეწლოვანთა ინტიმურ კადრებთან ერთად, სადიზმისა და ზოოფილიის სცენებიცაა ასახული.
ძალოვანების ინფორმაციით, ოპერაცია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 300–ზე მეტი სამართალდამცველი იყო ჩართული. დაკავებულებს ბრალი უკვე წაუყენეს.