20 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
"დავით ნარმანიას ნათესავი წამების საქმეში ბრალდებული იყო, მისი ძმა კი ბრალდებულთა ინტერესებს იცავდა"-ელისო კილაძე

"დავით ნარმანიას ნათესავი წამების საქმეში ბრალდებული იყო მისი ძმა კი ბრალდებულებს იცავდა,"-ამ განცხადებას კურიერთან ქრონიკა პლიუსის ხელმძღვანელი ელისო კილაძე აკეთებს. კილაძე ასევე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით საქართველოში იმყოფებოდა კოხტა კოდუა, რომელიც გარკვეული ვიდეომასალების გავრცელებას გეგმავდა.

"კოხტა კოდუა იმყოფებოდა საქართველოში ის იმყოფებოდა სამეგრელოში ზუგდიდის რაიონში, ჩემთვის მისი ნომერი გახდა ცნობილი,  რომლითაც ის კომუნიკაციას ეწეოდა მის თანამზრახველებთან. სწორედ მათი მეშვეობით გარკვეული ვიდეომასალების გასაჯაროება უნდა მომხდარიყო. მე დამიკავშირდა სუს-ის მაშინდელი მაღალჩინოსანი ნუ დამასახელებინებთ თუ გამოძიება დაიწყება მათ ვეტყვი. მე მას კოხტა კოდუას ტელეფონის ნომერი და კოორდინატები მივეცი.  მე ველოდებოდი, რომ კოხტა კოდუა იქნებოდა დაკავებული. გვეუბნებოდნენ, რომ კადრები განადგურებულია, მაგრამ რა უხარიათ მეოცნებეებს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ერთ-ერთი მათგანი ეჭვმიტანილი ამ მძიმე ამბებში დავით ნარმანიას დედის ძმის შვილი თოდუაა, ამ მძიმე დანაშაულებებში ეჭვმიტანილებს კი მისი ძმა იცავდა,"- აცხადებს ელისო კილაძე. 

 

დღის ამბები