27 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა საპარლამენტო სიის პირველ ათეულში საკუთარი შვილი ჩასვა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, "ლეიბორისტულმა პარტიამ" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია წარადგინა.

დეპუტატობის კანდიდატთა პირველი ათეული შალვა ნათელაშვილმა Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. "ლეიბორისტთა" სიაში, სხვებთან ერთად, არის პარტიის წევრი ბექა ნათელაშვილი, რომელიც შალვა ნათელაშვილის შვილია.

საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" საპარლამენტო სიის პირველი ათეული:

1. შალვა ნათელაშვილი

2. გიორგი გუგავა

3. ლაშა ჩხარტიშვილი

4. მიხეილ ქუმსიშვილი

5. ტარიელ კალანდარიშვილი

6. ნიკოლოზ ვარდოშვილი

7. ბექა ნათელაშვილი

8. თემურ წიკლაური

9. ირაკლი კიკვაძე

10. დავით მამალაძე.

დღის ამბები