16 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ჩვენ არ ვითვლით მანდატებს... მთავარი გზავნილია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანას მართავდეს პროდასავლური კოალიცია - ირაკლი კუპრაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის და პარტია "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მათ მიერ წარდგენილ საარჩევნო სიაზე ისაუბრა. კუპრაძემ აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი არა მანდატების თვლა, არამედ ისაა, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანას პროდასავლური კოალიცია მართავდეს.

"კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" წარმოადგინა 108-წევრიანი საპარლამენტო სია. ჩვენი მოლოდინია, რომ გავიყვანოთ საკმარისი რაოდენობის დეპუტატები იმისთვის, რომ სხვა პარტნიორებთან, პროდასავლურ პარტიებთან ერთად, შეიცვალოს "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ჩვენ არ ვითვლით მანდატებს. მთავარი და მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ამ ქვეყანას მართავდეს პროდასავლური კოალიცია," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ამავე თემაზე: კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საარჩევნო სია ცნობილია

დღის ამბები