პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო სიის 115 წევრი წარადგინა. მათ შორის არ არის მოქმედი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი, რასთან დაკავშირებითაც განმარტება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ გააკეთა.
"სია მაქსიმალურად შეირჩა მერიტოკრატიული პრინციპებით, გუნდში ადამიანების დამსახურებებით და იმ ადამიანებით, რომლებიც, ვფიქრობთ, რომ ჩვენს საპარლამენტო გუნდს გააძლიერებენ. ჩვენს სიაში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა და არის ძალიან ბევრი ქალი. მიხეილ დაუშვილი ჩვენს საპარლამენტო გუნდში მოიაზრებოდა, თუმცა, თავად მიხეილ დაუშვილის გადაწყვეტილებით, მას სურს, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში არ იყოს," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.