22 დეკემბერი 2024,   15:39
ვრცლად
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ხუთეული ცნობილია

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიის პირველი ხუთეული ცნობილია. ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, ესენი არიან თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე, სოფიო ჯაფარიძე, კობა ნაყოფია, გია ჯაფარიძე.

"იმ ადამიანების 2/3, რომლებიც პარტიულ სიაში არიან გათვალისწინებულნი, არასდროს ყოფილან საჯარო სამსახურში დასაქმებულები. იმავდროულად, პროფესიონალები, პოზიტიური გამოცდილებით, კვლავაც წარმოადგენენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პარტიულ სიაში. ერთი სიტყვით, ეს არის გამარჯვების სია, რომელიც უპასუხებს საქართველოს საზოგადოების დაკვეთას.

თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე, სოფიო ჯაფარიძე, კობა ნაყოფია, გია ჯაფარიძე. ეს არის ხუთეული, თუმცა ამ სიის ფართო პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში დაიგეგმება," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

დღის ამბები