20 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები ზუგდიდში ცენტრალურ მოედანზე აჩვენეს

სულ რამდენიმე საათის წინ გუშინ გავრცელებული წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრები ზუგდიდში საჯაროდ აჩვენეს. ჩვენება გაიმართა ქალაქის ცენტრში, პროექტორის მეშვეობით.

კადრების ნახვა ნებისმიერ გამვლელს შეეძლო. ადგილზე იმყოფებოდნენ არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი ბავშვებიც. 

აღსანიშნავია, რომ ვიდეო კადრები რამდენჯერმე გაიმეორეს. ჩვენებას ესწრებოდა ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია. ორგანიზატორი კი იყო საზოგადოებრივი დარბაზის წევრი სოსო ლაგვილავა, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე რუსთვი 2–ის საწინააღმდეგო აქცია გამართა ზუგდიდში. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები