ბათუმში 13 წლის ბავშვი, რომელიც წლების განმავლობაში ფერიის ბავშვთა სახლში ცხოვრობდა მამამ საკუთარი ნებით წამოიყვანა და სკოლაში ხელწერილიც დაწერა, რომ შვილი მიჰყავდა რომ ხელობა ესწავლებინა.
მამა თავად სოციალურად დაუცველია და თავის დროზე ორივე შვილი პანსიონში მეზობლების თხოვნით მიიყვანა. როგორც სკოლაში ამბობდნენ, 13 წლის მოზარდი ცუდად სწავლობდა და ჩხუბობდა კიდეც, თუმცა მათ ბავშვი სკოლიდან არ გაუგდით, ეს გადაწყვეტილება მამამ მიიღო.
ადგილი სადაც ბავშვი მამასთან ერთად ცხოვრობს საცხოვრებლად უარგისია, მეზობლები ამბობენ, რომ ბავშვს ხშირად არც საჭმელი არ აქვს. ამბობენ, რომ ბავშვი პანსიონში უნდა დაბრუნდეს, დაბრუნება თავად მოზარდსაც სურს ამავე აზრზეა მისი ძმაც, რომელიც ამ დრომე პანსიონშია.
პოსტსკრიპტუმი პანსიონში იმყოფებოდა. ფერიის ბავშვთა სახლში ამბობენ, რომ მათ მამის სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და აღნიშნეს, რომ პრობლემით დაინტერესდებიან.
13 წლის მოზარდი კი არც სკოლაში დადის, არც საცხოვრებელი ადგილი აქვს და ხშირად საჭმელიც არ აქვს.
ავტორი: თეა ადეიშვილი