02 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
გენიალური შექსპირის "ჰამლეტი" ლეგენდარულმა "გლობუსის" დასმა თბილისში წარადგინა

გენიალური შექსპირის ჰამლეტი ლეგენდარულმა გლობუსის დასმა თბილისში წარადგინა.

თვითმფრინავით, მატარებლით, გემით თუ მანქანით ლონდონის ლეგენდარული თეატრი გლობუსი მსოფლიოს 250 ქვეყანაში, შვიდივე კონტინენტს ეწვევა. უილიამ შექსპირის 450 -ე იუბილეს აღსანიშნად, 2 წლის განმავლობაში ჰამლეტი მსოფლიოს ყველა კუთხეში გაცოცხლდება.

დადგმა არ ჰგავს არც თანამედროვე და არც კლასიკად ქცეულ სპექტაკლებს, ეს ის არის, რასაც შექსპირის დროს თამაშობდნენ და რაც გლობუსს განუმეორებელს ხდის. ჰამლეტის ტური 2016 წლის აპრილში, დანიაში დასრულდება, ელსინორის მისტიკითა და იდუმალებით მოცულ სასახლეში, იქ სადაც შექსპირმა ეს ტრაგედია გაათამაშა.

დღის ამბები