20 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
თბილისობა 2015- დედაქალაქის ძველ უბანში არსებული შენობა-ნაგებობები მძიმე მდგომარეობაშია

თბილისობა 2015 დასასრულს უახლოვდება. მეიდანზე დასკვნითი კონცერტი მიმდინარეობს. თბილისობის ეპიცენტრი მეიდანი, რიყე და სვა ძველი თბილისის ტერიტორიები იყო.

თბილისობას კი თბილისის ეს ძველი უბანები უამრავი პრობლემით შეხვდა.

ძველი თბილისის შენობების დიდი ნაწილი უკვე დანგრეულია, ნაწილის მდგომარეობა კი მძიმეა და შესაძლოა უძველესი შენობები მხოლოდ ფოტოებზე შემორჩეს.

თბილისის მერი ამბობს, რომ ამ მხრივ მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა როდის დაიწყება ან დასრულდება სამუშაოები უცნობია. პასუხი არც მერს აქვს. ძველი თბილისის იერსახის განადგურებას როგორც საზოგადოების დიდი  ნაწილი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში ამბობენ პანორამაც უქმნის.

ავტორი: გვანცა სუთიძე

 

 

 

 

დღის ამბები