17:09-"რუსთავი 2-ის" ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა საპაექრო სიტყვა და მიმართა თამაზ ურთმელიძეს "დადგეს შანტაჟზე მაღლა და არ დააკმაყოფილოს სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი." მან განუცხადა მოსამართლეს, რომ დაკმაყოფილების შემთხვევაში ურთმელიძემ შესაძლოა ინანოს საკუთარი გადაწყვეტილება, თუმცა უკვე გვიან იქნება. საძაგლიშვილმა მოსამართლეს ისიც შეახსენა, რომ მან ყველაზე კარგად იცის იმის შესახებ, რომ აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
"მოხარული ვიქნები თუ ჩვენი მხარის მიმართ ერთგვარ წყენას გვერდზე გადადებთ და არ დააკმაყოფილებთ სარჩელს,"-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
13:58 რუსთავი 2-ის საქმეზე ადვოკატები ამ წუთებში დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.
13:16 მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკიტხივს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
12:44 რუსთავი 2-ის ადვოკატებმა ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს.
12:40 მოსამართლემ რუსთავი 2-ის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულების შესახებ არ დააკმაყოფილა
12:05 ქიბარ ხალვაშის მხარე რუსთავი 2-ის ადვოკატების მიერ წარდგენილ შუამდგომლობას პასუხობს.
11:19 რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა საქმეს დაერთოს ახალი მტკიცებულება ბალანსის ნაშთის შესახებ. კერძოდ, საუბარია ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე, რომელიც მან დაახლოებით 4 დღის წინ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა. მან აღნიშნა, რომ ე.წ. ბალანსის ნაშთის ფურცელი კომპიუტერში ჰქონდა შენახული, ამობეჭდა და მოსარჩელე მხარეს მიაწოდა.
11:04 რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. პროცესს ევროკავშირისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებიან.
10:57 რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი იწყება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში. ტელეკომპანიის ადვოკატები გეგმავენ მოსამართლეს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართონ. დღეს მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვან. ადვოკატების ვრცელი გამოსვლების შემდეგ მათ მიეცემათ რეპლიკების შესაძლებლობა და თუ ეს პროცედურები საღამოს ექვს საათამდე დასრულდა, მაშინ საქმის განხილვაც დასრულებული იქნება და მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავა.
30 ოქტომბერი
12:40 ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - პროცესი ორშაბათს, 2 ნოემბერს გადაიდო
11:30 მოპასუხე მხარის ადვოკატების შუამდგომლობა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე დასწრების თაობაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
11:09 რუსთავი 2-ის ადვოკატებმა პროცესზე ნიკა გვარამიას დაბრუნების შუამდგომლობა დააყენეს. მათი თქმით, გვარამია გენერალური დირექტორია, წარმოადგენს მხარეს და მის პოზიციას მტკიცებულების ძალა აქვს, მისი არ ყოფნის შემთხვევაში კი არათანაბარ პოზიციაში იქნებიან.
11:07 რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო
29 ოქტომბერი
12:12 მოსამართლე ურთმელიძემ სხდომა 30 ოქტომბერს 11 საათისთვის გადადო. მან დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებმაც მოწმის დაკითხვის ჩანაწერის გასააზრებლად დრო ითხოვეს.
11:47 ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატმა დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა, რომ ეს პროცესი არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. "მოსარჩელე 10 წელი ემზადებოდა და თქვენ გინდათ 5 სხდომაში დაამთავროთ", - მიმართა ძაგნიძემ მოსამართლეს.
11:44 რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოსამართლეს მიმართეს და განაცხადეს, რომ ის დაინტერესებულია შედეგით, რადგან 9 დღეში არც ერთი დავის განხილვა არ დასრულებულა. ადვოკატების თქმით, თუკი მოსამართლე არ გადადებს პროცესს და მხარეს მოსამზადებელ დროს არ მისცემს, ისინი ჩათვლიან, რომ პროცესი მათ გარეშე იხილებოდა. რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო ჯიბრში უდგას რუსთავი 2-ს და არ აძლევს მისი უფლებების განხორციელების უფლებას.
11:42 რუსთავი 2-ის ადვოკატებმა 28 ოქტომბრის პროცესის ჩანაწერები მოითხოვეს, რათა გაიაზრონ მოწმის ჩვენება და მოემზადონ საპაექრო სიტყვისთვის.
11:18 „ეს სასამართლო პროცესი არაა, ჩვენ უბრალდ სასამართლოს შენობაში ვართ. სასამართლო არაა იმიტომ, რომ ამ საქმეს კავშირი არ აქვს სიტყვა სამართალთან“, - განაცხადა რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
11:11 მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ განმარტება გააკეთა, თუ რატომ მიმდინარეობს პროცესი სწრაფ ტემპში. მოსამართლემ განმარტა, რომ სისწრაფე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეობს და კოდექსით საქმის დასრულება ერთ პროცესშიც შესაძლებელია. მისი თქმით, მხარეები არ შეზღუდულან და არც მოუმზადებელი ყოფილა საქმე.
11:09 რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო
28 ოქტომბერი
15:58 თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა, მისი აცილების შესახებ, განხილვიდან მოხსნა. მისი განმარტებით ასეთი შუამდგომლობა არაერთხელ დააყენა მხარემ.
15:57 ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ ის "შედეგით არის დაინტერესებული"
15:54 რუსთავი 2-ის ადვოკატებმა კვლავ მოსამართლის აცილების შესახებ დააყენეს შუამდგომლობა.
15:53 რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა მტკიცებულებების ამორიცხვის შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
11:50 სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა შოთა ივანაშვილმა, რომელიც მოწმის სტატუსით იკითხება განაცხადა, რომ მას მოთხოვნილი ჰქონდა 8 სახის დოკუმენტი, საიდანაც ხალვაშის წარმომადგენელმა წარუდგინა - 2. ადვოკატის კითხვაზე, თუ რატომ არ მოითხოვა დანარჩენი დოკუმენტები, მოწმემ უპასუხა, რომ არ იცის, თუ რატომ არ მოითხოვა. "ალბათ, ჩავთვალე რომ საკმარისი იყო", - განაცხადა შოთა ივანაშვილმა. ამის შემდეგ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა უფლება არასრული დოკუმენტების პირობებში უარი ეთქვა ექსპერტიზაზე, ივანაშვილმა აღნიშნა, რომ არ თქვა უარი და დასკვნა ერთ სამუშაო დღეში მოამზადა, მიუხედავად იმისა, რომ 10 სამუშაო დღე ჰქონდა.
10:19 მოსამართლემ რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორის კახა დამენიას კითხვა მოხსნა და მოწმეს პასუხი არ გააცემინა. მოსამართლემ განაცხადა, რომ მხარეს პროცესი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს.
10:16 მოწმისთვის შეკითხვების დასმა დაიწყო რუსთავი 2-ის ფინანსურმა დირექტორმა კახა დამენიამ. ის დაინტერესდა რა განათლება და გამოცდილბა აქვს მოწმეს, რომელი კომპანიების წილები აქვს შეფასებული, მაგალითად, თუ აქვს ქართუ ბანკის აქციები შეფასებული. ამ კითხვამ მხარეებში მცირე კამათი გამოიწვია. მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ ამ შეკითხვას კავშირი არ ჰქონდა განსახილველ საქმესთან.
10:11 პროცესი დაიწყო მოწმის დაკითხვით. მოწმე არის სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შოთა ივანაშვილი. მოსარჩელე ხალვაშის წარმომადგენელმა მას მხოლდ სამი კითხვა დაუსვა. კითხვები ეხებოდა ძირითადად რა დოკუმენტბია საჭირო კომპანიის წილების ფასის დასადგენად და საკმარისი იყო თუ არა ამგვარი ექსპერტიზისთვის ის დოკუმენტები, რომლებიც მათ ქონდათ წარდგენილი. მოწმემ განაცხადა, რომ დოკუმენტები საკმარისი იყო.
10:03 რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო
10:00 თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე პროცესი იწყება. სხდომაზე მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები განიხილება და დაიკითხება მოსარჩელე მხარის ექსპერტი
26 ოქტომბერი
17:40 საქალაქო სასამართლოში რუსთავი2-ის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით სხდომა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს დილის 10:00 საათზე განახლდება.
10:27 ქიბარ ხალვაშის სარჩელზე TV საქართველოს წარმომადგენელმა სხდომაზე ახსნა განმარტება გააკეთა. იურისტი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ ხალვაშის 7 მოთხოვნიდან ხალვაშის იურისტებს არცერთზე არ აქვთ მტკიცებულება წარმოდგენილი.
10:15 მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ანუ, რუსთავი 2-ის იურისტებმა უნდა წარადგინონ ზუსტი ანგარიში, თუ რა ზარალი მიიღო რუსთავი 2-მა ყადაღის პირობებში.
10:10 საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი დაიწყო
10:01 რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი დაიწყება
22 ოქტომბერი 2015
17:50 საქალაქო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის განხილვა დღეს დასრულდა
16:24 რუსთავი2-ის საქმეზე მოსამართლე ურთმელიძე გადაწყვეტილებას დღეს არ გამოაცხადებს. სხდომა ურთმელიძემ ორშაბათს ჩანიშნა.
16:06 სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა
15:45 მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე თანხის ჩარიცხვის შესახებ პასუხის განხილვა 26 ოქტომბერს გადადო.
15:35 რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ქიბარ ხალვაშმა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხოს 700 ათასი დოლარი. ადვოკატების თქმით, ეს არის ზარალი, რომელიც კომპანიამ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონების დაყადაღებით მიიღო.
15:04 რუსთავი2-ის იურისტები კიდევ ერთი შუამდგომლობა. იურისტები მტკიცებულებებიდან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის ამოღებას ითხოვენ. მიაჩნიათ, რომ დასკვნა ყალბი დოკუმენტების საფუძველზეა შედგენილი.
14:53 მოსამართლემ რუსთავი2-ის კიდევ ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა მესამე პირად უცხოური კომპანიების ჩართვას ითვალისწინებდა.
14:11 სასამართლოს სხდომა 40 წუთიანი შესვენების შემდეგ განახლდა.
13:24 მოსამართლე ურთმელიძემ, რუსთავი 2-ის იურისტების შუამდგომლობა მისი აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვას განაგრძობს.
13:18 საქალაქო სასამართლოში პროცესი განახლდა და მოსამართლემ ჟურნალისტები გააკრიტიკა.
13:02 საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
12:42 ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს რუსთავი 2-ის იურისტების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვა მოსამართლე ურთმელიძის აცილების შესახებ. ტელეკომპანიის იურისტების განცხადებით კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც მისი აცილება მოითხოვეს თელასის საქმეა, სადაც ურთმელიძე კორუფციულ გარიგებებში ფიგურირებს.
12:11 - რუსთავი2-ის იურისტები, ამ წუთებში, კიდევ ერთხელ აყენებენ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შესახებ შუამდგომლობას
11:40 რუსთავი 2-ის ადვოკატები მოსამართლის აცილების შუამდგომლობას აყენებენ
11:39 რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო სხდომა განახდლა და რუსთავი 2-ის ადვოკატები პროცესზე დარჩნენ
11:19 მოსამართლე ურთმელიძემ, რუსთავი2-ის იურისტების შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ, არ დააკმაყოფილა
10:44 რუსთავი 2-ის იურისტმა სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა. მიზეზი ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებაა.
10:31 მოსამართლე ურთმელიძე სხდომაზე ნიკა გვარამიას არ უშვებს
10:05 რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი დაიწყება
19 ოქტომბერი 2015
18:05 მოსამართლე ურთმელიძემ სასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს გადადო. სასამართლო სხდომა 10:00 საათზე დაიწყება
17:49 მოსამართლე ურთმელიძემ მოსარჩელე მხარეს დაავალა წარმოადგინონ ყველა მტკიცებულება, რომელიც ექსპერტიზის ჩასატარებლად გაგზავნეს.
16:58 მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად რუსთვი 2-ის ჟურნალისტებმა დატოვეს
16:57 მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევა
16:55 მოსამართლემ რუსთავი2-ის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების შესახებ არ დააკმაყოფილა
16:40 სასამართლო პროცესი განახლდა
16:33 სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.
15:20 მოსამართლემ ქიბარ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა არ გადადო
15:13 ქიბარ ხალვაშის ადვოკატები სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ.
14:55-მოსამართლე ურთმელიძემ მის აცილებაზე რუთავი 2-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
14:32-საქალაქო სასამართლოში რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ პროცესი განახლდა. მოსამართლე ურთმელიძემ მოსარჩელის მოსმენის შემდეგ თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება დარბაზშივე უნდა გამოაცხადოს.
13:44-რამდენიმე წუთის წინ სასამართლოზე ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე შესვენება გამოცხადდა. მოსარჩელე მხარე რუსთავი 2-ის მიერ წარმოდგენილ მასალებზე პასუხის მოსამზადებლად დროს ითხოვს.
13:00 რუსთავი2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთი მტკიცებულება წარადგინა, რის საფუძველზეც ტელეკომპანია მოსამართლის აცილებას ითხოვს. საუბარია მოსამართლის მეუღლის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნებულ სტატუსზე, რომელიც ღიად აფიქსირებდა ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიმართ.
12:32 რუსთავი 2-ის იურისტებმა აუდიო-ვიდეო მასალები მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს წარუდგინეს და მისი აცილება მოითხოვეს.
12:31 სასამართლო სხდომა განახლდა.
11:45 სასამართლო სხდომაზე ტექნიკური ხასიათის შესვენება გამოცხადდა.
11:44 მოსამართლემ რუსთავი 2-ის მიერ დაყენებული შუამდგომლობა აუდიო-ვიზუალური მტკიცებულებების წარდგენის შესახებ დააკმაყოფილა.
11:43 სხდომაზე რუსთავი 2-ის ადვოკატები შუამდგომლობის წარსადგენად აუდიო-ვიზუალური ფორმის გამოყენებას ითხოვენ.
11:25-საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა უკვე დააყენა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა.
11:23 მოსამართლე ურთმელიძე ამბობს, რომ თვითაცილების შუამდგომლობის გამოყენებას არ აპირებს.