საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე ამ წუთებში მოსამართლე ურთმელიძეს ნიკა გვარამია მიმართავს.
"სამწუხაროდ პირველი შემთხევაა ჩემს შემთხვევაში ყოველგვარი პერსონალური პატივისცემის გარეშე უნდა მივმართო სასამართლო შემადგენლობას. კომპანია, რომელსაც მე წარმოვადგენ, ჩემი ცხოვრების მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ იყოს წარმატებული და იქ მომუშავე ადამიანები იყვენენ უზრუნველყოფილები, იმ სამუშაოს შესაბამისად რასაც ისინი აკეთებენ და ჩემი თანამშრომლები წევენ ძალიან მძიმე სამუშაოს ძალიან მაღალი კვალიფიკაციით, ეს კომპანია დღეს თქვენს გამო პერსონალურად თქვენს გამო საფრთხეშია.
ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს მოსამართლედ დანიშვნაზე ხელი მაქვს აწეული. ეს ჩემი ცხოვრების შეცდომაა. მაშინ ჩემი ხმა აღმოჩნდა გადამწვეტი. ვწუხვარ ამის გამო. ასეთი შეცდომა მე არ დამიშვია. ბედის ირონიაა თქვენს წინაშე აქ დგომა მიწევს და არა მარტო იმ კომპანიის დაცვა, არამედ საქართველოს მომავლის დაცვა.
ნებისმიერი თხოვნა შესრულებული იქნება ჩემს მიერ თუ ის ექვემდებარება საღ აზრს და კანონს. მე მაქვს უფლებები ჩემი საკუთარი ქმედებები შევაფასო ისე როგორც მინდა. დიახ თქვენი დანიშვნის დროსჩემი ხელის აწევა მიმაჩნია უდიდეს შეცდომად და ვნანობ.
სწორედ ეს მოსამართლე ქვეყანას თავისუფალ სიტყვას და რუსთავი2-ს ართმევს. ქიბარ ხალვაშის პერსონა არის ამ შემთხვევაში ნულოვანი. მიუხედავად იმისა, რომ მისი განცხადებები ჩემს მიმართ იყო შეურაცხმყოფელი მე მის დონემდე დაშვებას არ ვაპირებ.
ჩვენ აქ არ ვიხილავთ საკითხს ხართ თუ არა თქვენ რეალურად მიკერძოებული, ეს არ არის საგამოძიებო პროცესი, ჩვენ ვერ ჩავატარებთ გამოძიებას, თუმცა არსებობს ამის შესაძლებლობა და ამაზე ვმუშაობთ. დიდი იმედი მაქვს შემდეგი სხდომისთვის ამას შევძლებთ თუ დღესვე არ გამოაცხადებთ განაჩენს.
არსებობს თუ არა ელემენტარული წინაპირობები იმისა, რომ მოსამართლე
არის მიკერძოებული და მისი ნდობა აპრიორად შეუძლებელია. ეს ცალსახად არის მხარე ამას გამოხატავს ყველა ქმედებასა და განცხადებაში და ეს ჰაერიდან კი არ მოაქვს ეს არის მტკიცებულებებით გამყარებული.
მე ვსვამ კითხვას მოსამართლის დედამ მოუქნია თუ არა სიძეს ნაჯახი? თუ რუსთავი 2-მა მოიგონა? მაგრამ ეს ფაქტი პროკურატურამ დაადასტურა. შეიძლება თუ არა რუსთავი 2 თვლიდეს, რომ მოსამართლე იყოს შეშინებული, ამას შეურაცხმყოფელად
არ ვამბობ, მეც ძალიან შემეშინდებოდა.
ჩვენ გვაქვს თუ არა უფლება ჩავთვალოთ, რომ მოსამართლე იმდენად შეშინებულია მისი ოჯახის წევრის და ყველაზე ახლო ოჯახის წევრზე, რომ ის ვერ იქნება ობიექტური ჩვენს მიმართ.
ფაქტია, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იბრძვის, თუ გინდათ, რომ ხელისუფლებას აამოთ იმიტომ, რომ გაუფრთხილდეთ თქვენი ოჯახის წევრს ძალიან კარგად იცით რა მხარეც უნდა დაიკავოთ ამ სამართლებრივ დავაში ეს ძალიან მარტივია, რომ ჩვენი მხარე არ არის.
თქვენ ოჯახის წევრებს თქვენზე აქვს გავლენა, ისევე როგორც ჩემს ოჯახის წევრებს აქვთ გავლენა ჩემზე. ამას დასაბუთება არ სჭირდება.
თქვენი ოჯახის სხვა წევრები ვნახეთ როგორ ექცეოდნენ რუსთავი 2-ის წარმომადგენლებს, მათ სცადეს კამერის დამტვრევა, ჟურნალისტზე მანქანის დაჯახება. ჩვენ ამ საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ვგეგმავთ. თქვენ უნდა გვითხრათ, რომ ამის შემდეგ თქვენ კვლავ ობიექტური იქნებით?
არავის არ სჯერა, რომ თქვენ დამოუკიდებელი ხართ. ეს პროცესი პოლიტიზირებულია და ჩვენი მომხრეები და მოწინააღმდეგეები სხვადასხვა მხარეს დგანან, მაგრამ ეს პოლიტიკური მხარეებია. თქვენ მხარეს არ არის სიმართლე.
მე ვიცნობ პაატა სალიას დიდი ხანია და მისი შესაძლებლობები ვიცი და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს სარჩელი მის შესაძლებლობების ადექვატური არ არის,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.