საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე იმყოფება. ნინია კაკაბაძის თქმით, რუსთავი 2-ის საქმე არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი.
"ეს არის დავა ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილსა და რუსთავი 2-ს შორის. კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალია კრიტიკული ტელევიზია დაიცვას, ტელევიზიას, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არის განწყობილი, მას ებრძვის ქვეყნის ხელისუფლება. მე არ ვეთანხმები, რომ ეს არის პარტიული ტელევიზია, მაგრამ ასეც რომ იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობას, ის არ ეკუთვნის ხელისუფლებას. ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ გაჩუმდნენ, ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსთავის 2-ის მიმართ ვერ მალავენ. ყველას მოვუწოდებ, რომ ვალია, დავიცვათ რუსთავი 2-ის უფლებები"-განაცხადა ნინია კაკაბაძემ.