ნიკა გავრამია მოსამართლე ურთმელიძის მიერ რუსთავი 2-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსთავი 2 სამართლიანი სასამართლოს გარეშე დარჩა.
“კომიკურია რაც ხედება, ჩვენ ვართ დატოვებული სამართლიანი სასამართლოს გარეშე, მოსამართლე ურთმელიძე გასაგებია რასაც იზამს, ჩვენ მივყვებით სასამართლო რპოცედურებს და მოვაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ სამართლიანი სასამართლო ჩვენვთის არ არსებობს. ეს იქნება შეგროვილი იმის დასაბუთებისთვის, რომ დავრჩით მართლმსაჯულების გარეშე და რათქმაუნდა გამოვიყენებთ საჭირო დროს საჭირო ადგილზე და ვპირდები ბატონ ურმელიძეს მთელ სასამართლო კორპუსს და ხელისუფლებასაც.
სასაცილო არგუმენტით არ აიცილა ურთმელიძემ, განაცხადა, რომ დედამისი არ არის ოჯახის წევრი და ამიტომ ვერ აგებს პასუხს მასთან დაკავშირებით, კომენტარი გამიჭირდება მორალური მოსაზრებებსი გამო. პროცესი პოლიტიზებულია, დღეს ქიბარ ხალვაშის განცხადებაც გავრცელდა სრული სისულელე. პოლიტიზაცია ამ პროცესის დაიწყო მოსარჩელე მხარემ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ეს ტელეკომპანია ნამდვილად ქიბარ ხალვაშის არის, რამაც მინიმალური შესაძლებლობაც არ დატოვა, რომ ხელისუფლების ზეწოლისგან თავისუფალ სასამართლოს განეხილა ეს სარჩელი.
მეორესმხრივ ქიბარ ხალვაშს ჰკითხეთ რა უნდაოდა აზრბაიჯანის გავლით საქართველოში, ჩუმად შემოსული, იმიტომ, რომ იქ ავტომატურად თავშესაფარს დაკარგავს. რატომ შეხვდა გოგი თოფაძეს, რატომ შეახვედრა თოფაძემ ბიძინა ივანიშვილს, რაზე ისაუბრეს ივანიშვილთან რა გადაწყვეტილება მიიღეს მოიკითხეთ და გიპასუხებენ ალბათ, თუ არ გიპასუხებენ აუცილებლად დავადგენთ ამას ჩვენი ძალებით დღეს თუ არა ხვალ,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.